top of page
Post: Blog2 Post

სენ-მალო, ბრეტანი, საფრანგეთი.

  • Writer: Space
    Space
  • Jun 15, 2022
  • 1 min read

გალების მიერ, 2000 წელზე მეტი ხნის წინ დაარსებულ ქალაქ სენ-მალოს აქვს საკმაოდ მდიდარი და ლეგენდარული ისტორია.


ინგლისის არხის ბრეტანის სანაპიროზე აშენებული სენ-მალო გახდა მნიშვნელოვანი ნავსაყუდელი დასავლეთ ევროპაში მოძრავი გემებისთვის. მისი სტრატეგიული მდებარეობის გამო, ქალაქი გარკვეული პერიოდი მეკობრეების, საყვარელ ადგილს წარმოადგენდა, მის სანაპიროსთან დამალულ მეკობრეებს ადვილად შეეძლოთ თავდასხმა გემებზე მაშინ, როდესაც საფრანგეთის ხელისუფლება სხვა მიმართულებას აკონტროლებდა.

© Mathieu Rivrin/Moment/Getty Image
© Mathieu Rivrin/Moment/Getty Image

მეორე მსოფლიო ომის დროს, 1944 წლის ზაფხულში, სენ-მალო დიდწილად გაანადგურა არტილერიამ და დაბომბვამ, ასევე გერმანიის საოკუპაციო ძალების მოქმედებებმა. სენ-მალოს ბრძოლა ენტონი დოერის 2014 წლის ჯილდოს მფლობელი რომანის, „მთელი სინათლე, რომელსაც ჩვენ ვერ ვხედავთ“ ძირითადი მოქმედების ადგილს წარმოადგენს. გალავნით შემოსაზღვრული ქალაქი,ომის შემდეგ საფუძვლიანადაღადგინეს და ახლა ის არის ტურისტული ადგილი, სადაც ვიზიტორებს სენ-მალოს ისტორიულ ქუჩებში სეირნობა შეუძლიათ.


Comments


  • Facebook
  • Instagram

©2022 კოსმოსის მიერ. ამაყად შექმნილია Wix.com-ით

bottom of page